ბოლო დღეს მოხდა მთელი ტრენინგის შეჯამება . ნამუშევრების გამოქვეყნება.
ტრენინგის წევრებთან ერთად მოვისმინეთ მასწავლებლების მიერ გაკეთებული პრეზენტაციები.
დღეს დავასრულეთ პროექტებით სწავლების გეგმის შევსება.მივუთითეთ ლინკები და მისამართები. შევიტანეთ ინფორმაცია სპეციალური საჭიროებების სწავლების გრაფაში.მოვამზადეთ პრეზენტაციის შაბლონი მოსწავლეთათვის.
დღეს შევავსეთ პროექტის გეგმის შემდეგი პუნქტები
შეფასების დროის ჩარჩო, შეფასების ინსტრუმენტის მოკლე მონახაზი.საბაზისო უნარ-ჩვევები , სასწავლო პროცედურები, სასწავლო თემისათვის საჭირო მასალები, ბეჭდვითი მასალები.
ვიმუშავეთ ბლოგზე , მოდული4 ში შესწავლილი პრეზენტაცია დავამატეთ ბლოგებზე . შემდეგ გავაგრძელეთ ფურცლების დამატება და ისევ წაშლა. შექმნილი დამატებითი ფურცლები გაჯეტების საშუალებით ჩავამატეთ.
შემდეგ შევედით tbds სახელმძღვანელოში და წავიკითხეთ მოსწავლის პროექტის შეფასების კრიტერიუმები.მოვარგეთ ჩვენს პროექტებს.გადავიტანე driveში და შევინახეთ საქარალდეში.
გავეცანით მოსწავლეების მიერ შექმილ პრეზენტაციებს.googleს საშუალებით დავაკოპირეთ შესაბამისი სურათები და ინფორმაცია. გავხსენით საპრეზენტაციო პროგრამა . შემდეგ ავტვირთე drive ში და ავტვირთერ ბლოგზე.